31, დეკემბერი 2016 13:22:00
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, აჭარის მრავრობის თავმჯდომარე ჯერ კიდევ სამსახურშია.
მას შემდეგ რაც ზურაბ პატარაძემ 2016 წლის ბოლო დოკუმენტს ხელი მოაწერა, თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
მოგვიანებით გუნდთან სელფიც გადაიღო.
ზურაბ პატარაძე საახალწლოდ მორთულ ქუჩებს აკვირდება და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ფიქრობს.
დამდეგი ახალი წელი ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილ ბათუმელებს პატარაძემ დღეს პირადად მიულოცა, შემდეგ კი სახლისკენ ფეხით გაეშურა.
დიასახლისმა საახალწლო სამზადისი მეუღლის სახლში დაბრუნებამდე
საახალწლო სუფრის გაწყობაში რეგიონის პირველი პირიც ჩაერთო. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი რამ მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ხდება. ამ მხრივ მთელი პასუხისმგებლობა სოფოს აკისრია.
ისევე როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გოზინაყი, ხაჭაპური და საცივი პატარაძეების სუფრის მთავარი კერძებია. როგორც გვითხრეს, ტრადიციისთვის არც მაშინ უღალატიათ, როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ.
ნაძვის ხეს 9 წლის განმავლობაში ნაგროვები ის აქსესუარები ამშვენებს, რომლებიც პატარაძეების ოჯახმა საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში შეიძინა. ყველა მათგანთან განსაკუთრებული მოგონება აკავშირებთ.
საახალწლო განწყობას აქ ნახატიც ქმნის, რომელიც ოჯახის დიასახლისს ინკლუზიური ჯგუფის აღსაზრდელმა აჩუქა.
ბევრი ღიმილი, პოზიტივი და ბედნიერება. პატარაძეების ოჯახში 2017 წლის სჯერათ.
პატარაძეების უფროსი ვაჟი სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს. ის ახალი წლის ღამეს ოჯახის მთავარი სტუმარი იქნება. რეგიონის პირველი პირი მოსახლეობას ახალ წელს საკუთარი ოჯახიდან ულოცავს.